მარნეულის მედიასაშუალებები, რომლებსაც „ქართულმა ოცნებამ“ რეკლამებში ფული გადაუხადა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი. ვებგვერდზე პოლიტიკური პარტიების და დამოუკიდებელი კანდიდატების ანგარიშებია წარმოდგენილი. ჩვენ მარნეულის მაგალითზე დავინტერესდით თუ რამდენი ლარი აქვს დახარჯული მმართველ გუნდს წინასაარჩევნო სარეკლამო მასალებზე. საანგარიშო პერიოდები მოიცავს 1- 21 სექტემბერსა და 22 სექტემბერი - 12 ოქტომბერს.

„ქართულმა ოცნებამ“ რეკლამებში ფული გადაუხადა „მარნეული ტვ“-ს, ჯამში 30 315 ლარი. აღნიშნულ ორგანიზაციას დაევალა სარეკლამო ადგილი პოლიტიკური რეკლამისთვის "საქართველოს საასრჩევნო კოდექსის" 189-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად. (მუხლი 189. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების დროებითი წესი).

მარნეულში მოქმედ კიდევ ერთ მედიასაშუალებას , „Aktual.ge -ს“ „ქართულა ოცნებამ“ 4 500 ლარი გადაუხადა. მათ 2 500 ლარად დაევალათ სარეკლამო ბანერის განთავსევა საინფორმაციო პორტალ Aktual.ge -ზე 100% ჩვენება მთავარ და შიდა გვერდზე, ასევე მობილურ ვერსიაში, ბმულების განთავსება ვებ.საიტსა და სოციალური ქსელის გვერდზე. 2000 ლარი კი ინფორმაციის სრული განთავსება/ფოტო და ტექსტური მასალა შეუზღუდავი რაოდენობით.

რაც შეეხება კიდევ ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებას „interpress.ge -ს“ , სარეკლამო ხარჯი ჯამში 000 ლარს შეადგენს. აქედან: 4000 ლარი სარეკლამო ადგილი პოლიტიკური რეკლამისთვის - www.interpress.ge - ბანერი მთავარ და შიდა გვერდებზე, 1000 ლარი საინფორმაციო მომსახურება - www.interpress.ge -ზე დამკვეთის დავალებით ბოლნისის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში გოგი მეშველიანის მიერ შეხვედრების ჩატარების დროს ინფორმაციების და ინტერვიუების მომზადება.

აღნიშნულ ანგარიშის სარეკლამო ხარჯში ასახული იყო მარნეულში სარეკლამო ბილბორდების განთავსების ხარჯებიც. შპს „აუთდორ.ჯი-ს“ და შპს „ალმა-ს“ „ქართულმა ოცნებამ“ მარეულის მუნიციალიტეტში სხვადასხვა ადგილებზე ბილბორდის განსათავსებლად 10 000 ლარზე მეტი გადაუხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები