სოფელ ალგეთში გამოფენა „შემოდგომა“ ჩატარდა - ფოტო
დღეს, 25 ოქტომბერს სოფელ ალგეთის ცენტრში „ალგეთის სათემო ცენტრის“ ორგანიზებით და „მეჩეთლი გიორარხის საქველმოქმედო ფონდის“ მხარდაჭერით გამოფენა „შემოდგომა“ ჩატარდა.

გამოფენაზე სოფელ საბირქენდის, თაზაქენდის, აზიზქენდის და ალგეთის N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები წარადგინეს. ასევე, გამოფენაზე გამოტანილი იყო ქართული და აზერბაიჯანული სამზარეულოს საჭმელები.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ალგეთის სათემო ცენტრის დამფუძნებელმა აიშან გიზბასოვამ განაცხადა, რომ მოსწავლეებს, რომლის ნამუშევრებიც გამოფენაზე გაიტანეს, სხვადასხვა სახის საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცეს.

გიზბასოვას თქმით, გამოფენის ორგანიზების ძირითადი მიზანი ახალგაზრდების და სკოლის მოსწავლეების ნიჭის წარმოჩინება იყო.

გამოფენას ესწრებოდნენ ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული, ახალგაზრდა აქტივისტები, მასწავლებლები, ალგეთის სათემო ცენტრის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

რადიო „მარნეული“









Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები