ქვემო ქართლში კორონავირუსის 89 შემთხვევიდან 52 სავარაუდოდ მარნეულში დაფიქსირდა
დღეს, 26 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ციფრები რადიო „მარნეულმა“ გამორიცხვის მეთოდთ შეაჯამა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 26 ოქტომბერს ქვემო ქართლში სულ 89 ახლი შემთხვევა გამოვლინდა.

ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში, მარნეულში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ტრადიციულად გვიმალავენ. ამიტომ, ინფორმაციის გადამოწმება სხვა მეთოდით ვცადეთ. ქვემო ქართლში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტთან ინდივდუალურად გავარკვიეთ დღევანდელი მონაცემები.
  • ბოლნისი - 11 ინფიცირებული
  • გარდაბანი- 16 ინფიცირებული
  • წალკა - 0 ინფიცირებული
  • რუსთავი- 1 ინფიცირებული
  • დმანისი - 0 ინფიცირებული

რაც შეეხება კიდევ ერთ მუნიციპალიტეტს, თეთრიწყაროს, აქ ზუსტი რიცხვი ვერ დაგვისახელეს, თუმცა გვითხრეს, რომ მათთან დღევადელი დღის მნაცემებით, კორონავირუსის  მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. ერთეულ შემთხვევებად ჩვენ მაქსიმალური 9 მივიჩნიეთ. გამოდის, რომ ქვემო ქართლის მასშტაბით, 26 ოქტომბერს კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა მარნეულში დაფიქსირდა. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 14 პაციენტი.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები