მარნეულში მეხუთე სკოლასთან ავარია მოხდა
დღეს, 26 ოქტომბერს დაახლოებით 15:00 საათზე, მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ორი მსუბუქი ავტომობილი მარნეულის მეხუთე საჯარო სკოლის წინ ერთმანეთს შეეჯახა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შემთხვევის თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა რის გამოც სასწრაფოს გამოძახება საჭირო არ გახდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

Print