ქუთლიარში ოჯახის ექიმი დანიშვნა ნოემბერში იგეგმება
მარნეულის მუნიციალიტეტის სოფელ ქუთლიარს ოჯახის ექიმი, სავარაუდოდ, ნოემბრის თვიდან ეყოლება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებს ცენტრში გვითხრეს. აღნიშნულ სოფელს დაახლოებით რვა თვეა, რაც ოჯახის ექიმი არ ჰყავს. სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც ოჯახის ექიმი გარდაიცვალა. ადგილობრივებს ცნობის ასაღებად მიმართვა სხვადასხვა სოფლის ექიმებთან უწევთ, რაც მათთვის პრობლემაა.

რადიო „მარნეულმა“ ამავე თემაზე მასალა ივლისის თვეშიც მოამზადა, მაშინ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებს ცენტრში გვითხრეს, რომ მათგან უკვე მოხდა შესაბამისი კადრების შერჩევა-შეფასება და უახლოეს მომავალში ქუთლიარში ოჯახის ექიმი დაინიშნებოდა.

როგორც ამავე ცენტრში დღეს განგვიმარეს, დიდი ალბათობით, ნოემბრიდან შესაძლებელი იქნება, ქუთლიარში ოჯახის ექიმის მომსახურების მიღება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები