იციან თუ არა მარნეულელებმა ვინ არის მათი ოჯახის ექიმი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილმა არ იცის მათი ოჯახის ექიმი საკონტაქტო. ჩვენს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ოჯახის ექიმების სახელი და გვარები იციან, თუმცა ტელეფონის ნომრები არ აქვთ. ნაწილი ამბობს, რომ მათი ვინაობა საერთოდ არ იციან. რადიო „მარნეულმა“ ქალაქში მოსახლეობა ჩაწერა კითხვით იციან თუ არა ვინ არის მათი ოჯახის ექიმი და აქვთ თუ არა მათი საკონტაქტო.

გამოკითხვის შედეგან ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოიკვეთა. მოსახლეობა, რომელიც ქალაქში ცხოვრობს, უჭირთ ოჯახის ექიმის დასახელება, ხოლო საოფლად მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში ყველა ერთმანეთა იცნობს და ამიტომ არ უჭირთ უბნის ექიმების დასახელება, საკონტაქტო ინფორაცია კი არც მათ აქვთ.

“ ჩვენი ექიმი მალხაზია. ტელეფონის ნომერი არ ვიცით, მაგრამ როცა გვჭირდება მასთან მივდივართ”

“ სულეიმანია ჩვენი ექიმია და როცა გვჭირდება, მას ვეძახით და მოდის. ტელეფონის ნომერიც ვიცით“

„საავადმყოფოში მივდივართ როცა ექიმი გვინდა ხოლმე. ნატაშა ექიმია ერთი პედიატრი და მასთან დავდივართ, ნომერი არ გვაქვს“

„ჩვენი ოჯახის ექიმია ელმირა, მაგრამ ნომერი არ გვაქვს“

„წერეთლიდან ჩამოდის ექიმი. ძალიან კარგი ექიმია. ნომერი არ ვიცი, მაგრამ მან დ იცის ჩვენი ნომერი და ვირეკავს ხოლმე“

„ჩემი ოჯახის ექიმი მუჰამედი“ -
გვითხრა ადგილობრივმა მოსახლეობამ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, სამინისტრო გეგმავს, თითოეულ მოქალაქეს თავისი ოჯახის ექიმის ნომერი მიაწოდოს.

„ოჯახის ექიმებს იცნობს ყველა მოქალაქე. განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ოჯახის ექიმი არა მხოლოდ საქარველოს წარმოდგენით, არამედ მსოფლიოს წარმოდგენით, ის არის ჩვენზე მზრუნველი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის ჩვენს ჯანმრთელობასთან ასოცირებული. ის, რომ მათ ეკრძალებათ საკუთარი ტელეფონის ნომრის გამჟღავნება, არ შეესაბა სიმართლეს, ვინაიდან სახელმწიფოს ეს მათთვის არ აუკრძალავს და პირიქით , ჩვენ ვგეგმავთ ვინაიდან ჩვენი ბაზების მეშვეობთ გვაქვს საშუალება დავაიდენტიფიციროთ თითოეული მოქალაქე თუ რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა დღემდე. ჩვენი გეგმის ნაწილი არის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჩვენ გავაცნობთ მათ ოჯახის ექიმებს და გავუზიარებთ მათ საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

ჯანდაცვის სამინიტროს რეკომენდაციით, მოქალქეებს, რომლებსაც კორონავირუსისათვის დამახასათებელი რაიმე სიმპტომი გამოუვლინდებთ, ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ.

Print