404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულელები რომლებიც Covid-19-ის გამო თბილისში გადაიყვანეს მაჟორიტარს ვერ აირჩევენ
თვითიზოლაციაში ან სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ პირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლის ვადა დღეს, 14:00 საათზე, ამოეწურათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, ვინც 31 ოქტომბერს თვითიზოლაციაში ან სტაციონარულ დაწესებულებებში იქნებოდნენ ხმის მიცემის უფლება მხოლოდ მას შემდეგ ექნებოდათ, თუ 24-დან 26 ოქტომბრამდე პერიოდში ცესკოს ცხელ ხაზზე დარეკავდა და შესაბამის განცხადებას დაარეგისტრირებდა. ცესკომ რეგისტრაციის გავლის ვადა 26 ოქტომბერს 27 ოქტომბეის 14:00 საათამდე გაახანგრძლივა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ცესკოს მიერ ამდაგვარი შეზღუდული ვადების დაწესებამ საზოგადოებაში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა.

„თავისთავად კითხვის ნიშნები იყო ამასთან დაკავშირებით თუ რამ განაპირობა ასეთი შეზღუდული ვადების გათვალისწინება, რამდენად შესაძლებელი იყო ამ ვადაში რომ დროულად და ეფექტურად მომხდარიყო ამომრჩევლების ინფორმირებულობა და მერე რა ხდებოდა იმ ამომრჩევლებთან დაკავშირებით, რომლებსაც ამ ვადის შემდგომ მოუწევდათ თვითიზოლაციაში ან სტაციონარში გადასვლა“ - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ

ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა და მიეწოდებინა ინფორმაცია თუ რით იყო გამოწვეული აღნიშნული შეზღუდული ვადები.

თვითიზოლაციაში ან სტაციონარულ დაწესებულებაში მყოფი ის ამომრჩევლები, ვინც 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე ცესკოში რეგისტრაცია ვერ გაიარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას ვერ მისცემენ.

გარკვეულწილად ხმის მიცემის უფლება წაერთვათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც სტაციონარულ დაწესებულებებში ან საკარანტინო სასტუმროებში სხვა მუნიციპალიტეტებში არიან გადაყვანილი. მაგალითად, მარნეულელი რომელიც 31 ოქტომბერს თბილისის რომელი სასტუმროში იქნება მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარს ხმას ვერ მისცემს, მაგრამ მას პროპორციულ სიაში სასურველი პარტიის შემოხაზვის საშუალება ექნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას საარჩევნო უფლების ჩამორთმევად აფასებს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე.

„კოვიდინფიცირებულთა ყოველდღიური, ფიქსირებული, რაოდენობის შესაბამისად იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თვითიზოლაციაში ან სტაციონარულ დაწესებულებაში იქნება იმდენად დიდ მასშტაბზე შეიძლება გავიდეს, რომ საბოლოო ჯამში შესაძლოა მივიღოთ რომ ათეულობით ათასმა ადამიანმა ვერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა რაც საბოლოო ჯამში არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემას აყენებს. გასაგებია, რომ ეპიდსიტუაცია რთულია, მაგრამ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამისათვის ცესკო შესაბამისად უნდა მომზადებულიყო და ალტერნატიული გზები უნდა ჰქონოდა ხმის მიცემის, მაგალითად ელექტრონული, ან ფოსტის მეშვეობით, რათა ადამიანს კონსტიტუციური უფლების რეალიზების შესაძლებლობა ჰქონოდა, მაგრამ ახლა ეს ტექნიკურად შეუძლებელია“ - განაცხადა გიორგი მუმლაძემ

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციაში ან სტაციონარში 27 ოქტომბრის 14:00 საათის შემდგომ გადავლენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ ექნებათ.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია