404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
„მძღოლმა წინ იყუროს თუ უკან?“ - როგორ კონტროლდება რეკომენდაციების დაცვა მარნეულის საჯარო ტრანსპორტში
მარნეულის მუნიციპალიტეტში გადავსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არავის უკვირს, თუმცა საკითხის დარეგულირება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც სატრანსპორტო კომპანიებს კორონავირუსის პრევენციისთვის გარკვეული რეკომენდაციების დაცვა დაევალათ.


ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა პირბადის ტარებაა. აკრძალულია მგზავრების ფეხზე დგომა. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის შემდეგ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. მძღოლები კლინტის „დაკარგვას“ ვერ ელევიან და დასაჯდომ საკამებზე მეტი, ხშირად ფეხზე მდგომი ადამიანებია. ორმეტრიანი დისტაციის დასაცავად გამოკრული მანიშნებელი აბრა კი თვალსაჩინოებისთვის რჩება.

არსებული პრობლემებზე მუნიციპალიტეტში მოქმედ ორ სატრანსპორტო კომპანიას, შპს „ავტოპარკის“ დირექტოს გიგა ჯალაღონიას და შპს „ექსპრესტურისტის ხელმძღვანელს, იური სამხარაძეს ვესაუბრეთ. ორივე მათგანმა თქვა, რომ პირბადის ტარების წესი მათთვის დღემდე პრობლემას წარმოადგენს და ამიტომ, მონიტორინგს ხშირად ატარებენ. რაც შეეხება მგზავრთა დიდ რაოდენობას, ამაში იური სამხარაძე ვერ დავაჯერეთ, გვთხრა რომ მასთან ახლა შედარებით შემცირებულია მგზავრთა რაოდენობა.

„ჩვენი პოზიცია არის ასეთი: ნიღბის გარეშე არცერთი მგზავრი! - თუ ნიღაბის გარეშე ავა, მძღოლი გაფრთხილებულია წინასწარ, რომ მოუწოდოს მგზავრს ჩავიდეს. თუ არ ჩავა, ადგილიდან არ დაძრავს. თუ რამე პრობლემა შეიქმნება მერე უნდა გამოუძახიოს პოლიციას. შინგით რომ ჩაჯდება მგზავრი უკან ნიღბებს იხსნიან, რამდენჯერ მე შევამოწმე, მე თვითონ მონიტორინგს ერთი კვირა ვაკეთებდი. ვუხსნიდი მათ არ მოეხსნათ ნიღაბი, მაგრამ მაინც იხსნიან და ამ დროს მძღომა წინ იყუროს თუ უკან. თუ შეამჩნევს, მაშინვე გაფრთხილებას მისცემს. არამგონია ძალიან ბევრი მგზვრი ადიოდეს ჩვენს ტრანსპორტში. არჩევნებს შემდეგ კიდევ ვაპირებ მონიტორინგს და მე თვითონ შევამოწმებ. მაგრამ მე რომ შევხედავ ხოლმე მანქანას, ვატყბ რომ მგზავრები ახლა უფრო ცოტაა“ - თქვა შპს „ექსპრესტურისტის ხელმძღვანელმა, იური სამხარაძემ.

გიგა ჯალაღონია აღიარებს, რომ ავტობუსებში მონიტორინგის დროს შეუნიშნავს მგზავრთა განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი, რისთვისაც რამდენჯერმე მიიღეს შესაბამისი ზომები.

„ცოტა რთულადაა სიტუაცია, არ იცავენ რეკომენდაციებს მოქალაქეები, მაგრამ ვცდილობთ, ყელანაირად გავაკონტროლოთ. მძღოლები გაფრთხილებულები არიან უპირბადოდ არ აუშვან მგზავრები. რაც შეეხება ბევრი მგზავრის ყოფნას ავტობუსებში, არამგონია ასეთი რამე ხდებოდეს ხშირად. ერთი ორი შემთხვევა შესაძლებელია, მაგრამ მაგასაც ვაკონტროლებთ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი საჯარიმო სანქციის წარმოების უფლება და ამიტომ, ვცდილობთ ზედმეტი მგზავრები, უპირბადოდ ასული მგზავრები, ჩამოვსვათ ხოლმე და აგრძელებს მერე მძღოლი ჩვეულებრივად მარშრუტს.. მძღოლებს საყვედურს ვუცხადებთ, მათთან კი გვაქვს ეს ბერკეტი, რომ რამე პასუხი მოვთხოვოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არც ისინი არ არიან დამნაშავეები“ - ამბობს შპს „ავტოპარკის“ დირექტორი გიგა ჯალაღონია.

აღსანიშნავია, რომ შპს „ავოპარკი“ მარნეულის მერიის ბალანსზე მყოფი სატრანსპორტო კომპანიაა, ხოლო „ექსპრეს ტურისტი“ კერძოა, რომლის სახელზე მუნიციპალიტეტში მოქმედი N1 და N2 სამარშრუტო ტაქსები ირიცხება.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია