სოფელ ულაშლოს მოსახლეობამ აქცია გამართა

სოფელი ულაშლოს მოსახლეობამ დღეს, 27 ოქტომბერს, კიდევ ერთი აქცია გამართეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ რამდენიმე ქუჩაზე გარე განათება გაიყვანეს, მაგრამ ძირითად ქუჩებზე განათება ჯერ კიდევ არაა.

ულაშლოელების თქმით, მათ უთხრეს, რომ თუ არჩევნებში მხარს „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერდნენ, სოფელში გარე განათებას აღარ გაიყვანდნენ. ისინი ამბობენ, რომ მარნეულის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა ჯოშგუნ ზეინალოვმა მათ უთხრა, რომ გარე განათებას არ გაიყვანდნენ.

„ჩვენ გავასაჩივრეთ, მოვიდნენ და გვითხრეს, რომ 25 ცალი პლაფონი იყიდეს და ნახევარი თქვენიაო. მერე გაირკვა, რომ მოსულან და გაუყვანიათ. მერე ჯოშგუნ ზეინალოვი მოსულა და უთქვამს, რომ ამ ქუჩაზე გარე განათებას არ გაიყვანენო. საჯარო მოხელე მოვიდა და არ იცის რას ლაპარაკობს. ჩვენ იმ პარტიას არ მივცემთ ხმას, ამას პოლიტიკასთან რატომ აკავშირებენ არ მესმის. ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლებები აქვს“ - ამბობს სოფლის მაცხოვრებელი

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კასუმლოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა აშრაფ თუქანოვმა განაცხადა, რომ უბანში სამუშაოები დღეს დაიწება. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი უკვე სოფელ ულაშლოშია. თუქანოვი მოსახლეობის ბრალდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას არავინ დამუქრებია.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა ჯოშგუნ ზეინალოვმა განაცხადა, რომ მოსახლეობის ბრალდებები მცდარი და საფუძველს მოკლებულია.

ეს მცდარი ინფორმაციაა. მე იქ არც ერთ მაცხოვრებელს არ შევხდი, არც დავუკავშირდი. გარე განათება სოფლის პროექტის ფარგლებში გაკეთდა. თანხა ცოტა იყო, 41 პლაფონი იყო და 24 დაემატა ერთ ქუჩას. სხვა ქუჩებისთვის საკმარისი არ იყო. ეს ტყუილი ინფორმაციაა“ - აცხადებს ჯოშგუნ ზეინალოვი

შეგახსენებთ, რომ ულაშლოს მოსახლეობამ კიდევ ერთი აქცია 9 ოქტომბერს გამართა. ისინი გზის და გარე განათების პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google