მარნეულში ჩამოსატანი სანაგვე კონტეინერები ფოთშია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ახალი სანაგვე ურნების მიღების მოლოდინშია. სამასზე მეტი ურნა ადგილობრივ თვითმმართველობას წესით ოქტომბრის 10 რიცხვამდე უნდა მიეღო, თუმცა, როგორც დღეს, შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა, ლერი მუმლაძემ გვთხრა, რომ კომპანია სანაგვე კონტეინერების შემოტანას  აგვიანებს.

„ურნები გუშინ დაიცალა ფოთში. აგვიანებს, ალბათ ჯარიმასაც დაუწერენ ამისთვის. თუ არ ვცდები, 310 ურნა უნდა მივიღოთ. რომ მივიღებთ, სადაც გამოსაცვლელია გამოვცვლით, სადაც დასამატებელია დავამატებთ“

მუმლაძის განმარტებით, საუბარია იმ ურნაზე, რომელიც მერიის წინ მხოლოდ ერთი ცალი, ნიმუშის სახით, სექტემბრის თვეში განათავსეს. მისი თქით, ურნები სპეციალურმა კომისიამ მოიწონა, რის გამოც მათი შესყიდვა გადაწყვტეს.

ამავე თემაზე: მარნეულის მერიასთან, ნიმუშის სახით, სანაგვე კონტეინერი დადგეს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები