მარნეულში აზერბაიჯენლი სამხედროების დასახმარებლად ფულის შეგროვება დაიწყო

მარნეულში მოქმედმა მუჰამედ ემინ რესულზადეს ორგანიზაციამ (MERT) მეორე ყარაბაღის ომში მონაწილე აზერბაიჯანელი სამხედროებისთვის თბილი ტანსაცმლის და დროშების საყიდლად დახმარების აქცია დაიწყო.


ინფორმაცია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ორგანიზაციის დამფუძნებელმა ისა კარაევმა თქვა. მისი თქმით, მსგავსი დახმარების აქცია თურქეთშიც დაიწყება.

ისა კარაევის თქმით, აზერბაიჯანელი სამხედროებისთვის წინდებს, ქუდებს, მაისურებს, აზერბაიჯანის, თურქეთის და პაკისტანის დროშებს შეიძენენ. ნივთებს თურქეთში იყიდიან და ყარაბაღში გააგზავნიან.

ორგანიზაციის უფროსმა ისიც აღნიშნა, რომ თუ ბევრი თანხა შეგროვდება, მაშინ ხილს და სხვა საკვებ პროტუქტებსაც შიძენენ.

აქციაში მონაწილეობის მსურველებს აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა ან დაუკავშირდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლებს

საბანკო ანგარიში : GE73BG0000000162110164
ფონდის საბანკო ანგარიში: GE20BG0000000345938534
ნაღდი გადახდისთვის მიმართეთ: მარნეული, ჩოლოღაშვილის ქუჩა
ტელეფონი: +995593783169
თურქეთის წარმომადგენელი
ანგარიშის ნომერი: 143-57829695-5004 ზირაათ ბანკი
ტელეფონის ნომერო: კაზიმ კივრაქ : +905324742754


აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ მუჰამედე ემინ რესულზადემ მარნეულში 30 ივლისს დაიწყოფუნქციონირება. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი რესულზადეს სახელის გაცოცხლებაა. ორგანიზაცია საქველმოქმედო საქმეებით არის დაკავებული.

 

Print