სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ მაკრონის განცხადება დაგმო

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ისლამური რელიგიის შესახებ გაკეთებული განცხადება დაგმო.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხმა სეიდ მირთაგი ასადოვმა განაცხადა, რომ მაკრონის მიერ გადადგმულ მახინჯ ნაბიჯს გმობენ.

გთავაზობთ განცხადება სუცვლელი სახით:

„ემანუელ მაკრონის მიერ ისლამის წინასწარმეტყველი წმინდა მუჰამედის მიმართ გადადგმულ ნაბიჯს ვგმობთ!

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ, საფრანგეთში ისლამის წინასწარმეტყველის წმინდა მუჰამედის შესახებ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი კარიკატურების ფონზე სიტყვის თავისუფლების დაცვამ ყველა ადამიანი შეაწუხა, ვინც წმინდა ღირებულებების ერთგულია.

როგორც ჩანს, მას სიტყვის თავისუფლება და წმინდა პირების მიმართ შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთში აერია.

ბატონმა მაკრონმა მხარი დაუჭირა შეურაცხმყოფელ ნაბიჯს რომელიც ორ მილიარდამდე ადამიანისთვის წმინდა პირის მიმართ გადაიდგა. ამის მხარდაჭერა ამდენი ადამიანის გრძნობებით თამაშია, ყველაზე მინიმუმი კი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა და უპატივცემლობაა.

ჩვენ, საქართველოს მუსლიმები მის ნაბიჯს ვგმობთ“.
- აცხადებენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოში

რადიო „მარენული“


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები