მარნეულისა და გარდაბნის ოლქში 138 121 ამომრჩეველია რეგისტრირებული
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღეა დარჩენილი. მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, სულ 138 121 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

N13 მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში 122 საარჩევნო უბანია შექმნილი. აქედან 31 საარჩევნო უბანი გარდაბანში, ხოლო 91 მარნეულში მდებარეობს.

N13 მაჟორიტარულ ოლქში შეიქმნა დამატებით ორი სპეციალური უბანი საიდანაც თვითიზოლაციასა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის გადასატანი ყუთები გავა.

31 ოქტომბერს, საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველს ორი ბიულეტენი დახვდება, ერთი მათგანით მაჟორიტარი კანდიდატის, ხოლო მეორეთი პარტიის არჩევაა შესაძლებელი.

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობისათვის სულ 14 კანდიდატი იბრძოლებს. პროპორციულ სიაში ამომრჩეველს 50 პოლიტიკური სუბიექტიდან ერთის არჩევის უფლება აქვს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები