რამდენი ლარით გაიზარდა მარნეულში ფქვილის ფასი
მარნეულში პურის ფქვილი გაძვირდა. ზოგიერთ მაღაზიაში მომატებულია პურის ფასიც. როგორც რადიო „მარნეულს“ პურის საცხობებსა და ფქვილის საწყობებში უთხრეს, დღეს უკვე ახალი ფასით ვაჭრობენ. მაგალითისვის რომ ავიღოთ, თუ აქამდე პირველი ხარისხის, 50 კილო ფქვილი 52 ან 53 ლარი ღირდა, ახლა 60 ლარი ღირს. 50 თეთრიანი პური კი 10 თეთრითაა გაძვირებული.

ძველი ფასები

„დღეს უკვე ახალი ფასები გვაქვს, გაძირდა ფქვილი. ადრე იყო 52-53 ლარი, ახლა არის 58, 59, 60 ლარი.(ხარისხების მიხედვით) ხორბალი საერთაშორისო ბაზარზეც გაძვირებულია და სავარაუდოდ, ამიტომ გაძვირდა. სხვა ინფორმაცია არ მაქვს რატომ მოიმატა ფასმა“ - გვითხრა მოვაჭრემ, ნაზიმ ალაჰვერდიევმა.


ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ფქვილისა და პურის ფასის ზრდა, მათ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. მითუმეტეს პანდეემიის პერიოდში, როდესაც მათი ეკონომიკური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.



„მე მაღალმთიან სოფელში, ოფრეთში ვცხოვრობ და ჩემ მაგალითზე გეტყვით, რომ იქ ხელზე გვიწევს ყიდვა, მანქანას მოაქვს და პური 50 თეთი რომ ღირს, იქ 70-80 თეთრს ვიხდით და ალბათ ახლა უფრო გაძვირდება. ნამდვილად არ შეიძლება პურის ასე გაძვირება, მითუმეტეს ამ პერიოდში. შეიძლება ერთი ორი ადამიანი მუშაობს, მაგრამ დანარჩენებმა რა ქნან? ის სოციალური არ ჰყოფნით. არ ვიცი ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ხალხზე ძალიან ცუდად აისახება“
- გვითხრა სოფელ ოფრეთში მცხოვრებმა მაია მიქელიძემ

როგორც მეხორბლეთა ასოციაციაში აცხადებენ, პურის ფასის შენარჩუნებისთვის მთავრობა სუბსიდირების 3 სცენარზე მუშაობს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები