მარნეული-თბილისის მიმართულებით მარშუტკები არ ივლიან
მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავი მარშუტკები 28 ნოემბრიდან
აღარ იმოძრავებენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე
პერიოდში მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის
– რკინიგზით, ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით იკრძალება. აკრძალვა
ერთი კვირის განმავლობაში 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მოიხსნება, 2
იანვრის შემდეგ კი ისევ ძალაში შევა.
მიუხედავად იმისა, რომ მარშუტკებს ქალაქიდან ქალაქში მგზავრთა
გადაყვანა აეკრძალათ მსუბუქ ავტომობილებზე და მათ შორის ტაქსებზე
შეზღუდვა არ ვრცელდება.
რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მარნეული-თბილისის მიმართულებით
მოძრავი „მინივენები“ ჩვეული გრაფიკით გააგრძელებენ მუშაობას.
რადიო „მარნეული“