მარნეული-თბილისის მიმართულებით მარშუტკები არ ივლიან
მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავი მარშუტკები 28 ნოემბრიდან აღარ იმოძრავებენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით იკრძალება. აკრძალვა ერთი კვირის განმავლობაში 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მოიხსნება, 2 იანვრის შემდეგ კი ისევ ძალაში შევა.

მიუხედავად იმისა, რომ მარშუტკებს ქალაქიდან ქალაქში მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ მსუბუქ ავტომობილებზე და მათ შორის ტაქსებზე შეზღუდვა არ ვრცელდება.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავი „მინივენები“ ჩვეული გრაფიკით გააგრძელებენ მუშაობას.

რადიო „მარნეული“

Print