მარნეულის მერიაში ამბობენ, რომ გადახრილი გარე განათების ბოძი საფრთხეს არ ქმნის
ქალაქ მარნეულში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, გარე განათების ბოძი დაზიანებულია. ბოძის საძირკველი გადახრილია. ლამპიონი საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარეობს და მას, ფაქტობრივად, ხე იკავებს.

რადიო „მარნეულმა“ 16 ნოემბერს აღნიშნულ თემაზე მასალა მოამზადა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ გარე განათების ბოძი კვლავ არ შეკეთებულა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, რომ ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე გარე განათების ბოძი მოსახლეობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოძს წაქცევა არ ემუქრება. მიუხედავად ამისა, მერიაში აცხადებენ რომ გარე განათების ბოძს შეკეთება სჭირდება, რომლის სამუშაოებიც, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დაიწყება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები