404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
N2 სამარშუტო ტაქსები სოფელ ჯანდარაში, დროებით, აღარ შევლენ
მარნეული-ჯანდარის მიმართულებით მოძრავი N2 სამარშუტო ტაქსები სოფელ ჯანდარაში აღარ შედიან.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შპს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორმა იური სამხარაძემ განაცხადა, რომ სამარშუტო ტაქსები სოფელ ჯანდარაში სასმელი წყლის სამუშაოების გამო ვეღარ შედიან.

სამხარაძის განმარტებით, გზების დიდი ნაწილი, სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოების გამო, გადათხრილია და N2 სამარშუტო ტაქსები სამუშაოების დასრულების შემდგომ ჩვეული მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია