რადიო „მარნეულის“ დირექტორი „ადამიანის უფლებათა ტიტა 2020“-ის გამარჯვებული გახდა
დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ „ადამიანის უფლებათა ტიტა 2020“-ის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილის მფლობელი სათემო რადიო „მარნეულის“ დირექტორი, კამილა მამედოვა გახდა. 

კამილა მამედოვა ნომინანტად აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) და „ინტერნიუს საქართველომ“ წარადგინა.

მეორე ადგილის მფლობელი ცაბუნია ვართაგავაა, ლგბტ და ქალთა უფლებების დამცველი სამეგრელოდან. მესამე ადგილი კი მანანა ქველიაშვილმა დაიკავა. ის აჭარაში მოღვაწე ჟურნალისტია,

რომელიც ადამიანის უფლებების სხვადასხვა საკითხებს აშუქებს.

კამილა მამედოვა 2006 წლიდან არის მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი. რადიო სამ ენაზე მაუწყებლობს და აქტიურად აშუქებს თვითმმართველობის, მოსახლეობის ჩართულობის, ქალთა უფლებებისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები