„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ბენეფიციარები “Gipa Media Lab”-ის პროექტის გამარჯვებულები გახდნენ

20 დეკემბერს პროექტ “Gipa Media Lab“-ის ფილმების ფესტივალის „დოკუ“-ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

გამარჯვებულებს შორის „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ბენეფიციარებიც არიან. სახავატ ილიასოვმა ფილმი „წერილი მომავალ თაობას“ გადაიღო ფესტივალში გაიმარჯვა და ჯიპაში ბაკალავრიატის საფეხურზე უფასო განათლების მიღების უფლება მოიპოვა. ილიასოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „გამარჯვება არის უმაგრესი გრძნობა, იმიტომ რომ ექვს თვიანი შრომის შედეგე მივიღეთ“.

სახავატის თქმით, ყველა ახალგაზრდის მიზანი, ვინც პროექტში მონაწილეობდა, გამარჯვება იყო და ისინი ბევრს შრომობდნენ. მისი თქმით, ფილმში „წერილი მომავალ თაობას“ ძირითადად სოფელ ხულდარის ისტორიაა მოთხორბილი.

„ამას შეიძლება რომ სოფელი ხულდარას ისტორია ვუწდოდოთ, სახელიდანაც ჩანს „წერილი მომავალ თაობას“. ჩვენ, ოთხმა მეგობარმა, საკუთარი სოფლის ისტორიის სწავლა გადავწყვიტეთ. ისტორიის სწავლისას სირთულეების წინაშე აღმოვჩნდით და არ გვინდა რომ მომავალი თაობაც ამ სირთულეების წინაშე იყოს“

სახავათთან ერთად ფილმი „წერილი მომავალ თაობას“ თაიფუნ ფაშაევმა და თურგაი დამირჩალოვმა გადაიღეს და მათ მესამე ადგილი დაიკავეს.
ასევე გამარჯვებულები არიან:

მულტიმედია კატეგორია - ფილმი „დრო მნიშვნელოვანია - ონლაინ თამშები“ - ელდარ მეიხანუმოვი

ფიმლმი „ნაგავსაყრელი რომელიც ჩემს სახლთანაა“ - ლიამან ბაირამოვა, აისუნ შაფარაევა, სევიგი ნაბოვა

ყველაზე კარგი ვიდეოისტორიისათვის პრიზი მიიღო ფილმმა „განმანათლებელი“ რომელიც მანისურ ნასიბოვმა, ბაჰარ მამედოვმა, გიულელ ჯალილოვამ და არზუ ოსმანოვამ გადაიღეს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია