“Gipa Media Lab”-ის პროექტში ქვემო სარალელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს
ქვემო სარალის სათემო ცენტრის დამფუძნებელი საქინა რუსტამოვა და ცენტრის ბენეფიციარი ნარინ მუსტაფაევა “Gipa Media Lab”-ის პროექტის გამარჯვებულები გახდნენ. რუსტამოვამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისა თქვა, რომ უკვე ერთი წელია რაც “Gipa Media Lab”-ის პროექტიშია ჩართული. მან პროექტის ფარგლებში ნარინ მუსტაფაევასთან ერთად ფილმი „დედის დღიური“ გადაიღო. ფილმში საუბარია დედაზე, რომელმაც ყველანაირი სირთულეების მიუხედავად სამი შვილისათვის განათლების მიცემა შეძლო.

რუსტამოვას თქმით, გამარჯვება მისთვის მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა. მას პრიზის სახით ვიდეოკამერა გადასცეს. საქინას თქმით, კონკურსში ქვემო სარალის სხვა ბენეფიციარებმა თარანა კასუმოვამ და ლიამან ნაბიევმაც გაიმარჯვეს და მათ სპეციალური საჩუქრებიც გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა) აშშ-ს საელჩოს დახმარებით უკვე ორი წელია რაც ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მულტიმედია სფეროს შესახებ ტრენინგებს ატარებენ.

რადიო „მარენული“










Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია