მარნეულის სოფლის სკოლებში სწავლება დისტანციურად გაგრძელდება
დისტანციური სწავლების რეჟიმი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც შენარჩუნდება. ინფორმაცია რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქენან ომაროვმა დაგვიდასტურა და თქვა, რომ 18 იანვრიდან ქალაქის მსგავსად, სოფლის სკოლებიც ონალინრეჟიმში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს. 

მარნეულის გარდა, სწავლა დისტანციურად დაიწყება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, გარდაბანსა და აჭარის რეგიონში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს,“

სამინისტროში ამბობენ, რომ სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესის გაგრძელდება – 18 იანვარს 09:00 საათიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები