404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
სკოლას სრულად ჩამოშორებული მოსწავლეები - ინკლუზიური "სწავლება" კარანტინში
მარნეულის 74 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე 150 - მდე ბავშვი სწავლობს. ეს ოფიციალური მონაცემებით, მაგრამ იყო რეგისტირირებული, არ ნიშნავს, რომ იღებ იმ სერვისს, რაც კონსტიტუციით გეკუთვნის. ონლაინ სწავლება მუნიციპალიტეტში ბევრი მოსწავლისთვისაა პრობლემური შესაბამისი ტექნიკისა და ინტერნეტის არქონის გამო, მაგრამ ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას ინკლუზიურ განათლების შემთხვევაში. მათთვის, ვისთვისაც პირდაპირი კომუნიკაცია და ყოველდღიური განვითარება აუცილებელია, დარჩნენ სახლში, სასწავლო პროცესს და სხვა სერვისებს ჩამოშორებულები, მშობლების ამარა, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდა დაეხმარონ შვილებს. თუმცა, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს არ აქვს ინფორმაცია, 150 ბავშვიდან, რამდენი ვერ ახერხებს საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. 

17 წლის ხაიალა ახმედოვა მარნეულის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში, მეხუთე კლასში სწავლობს. მას არც კომპიუტერი და არც ინტერნეტი აქვს, რის გამოც გაკვეთილებს ვერ ესწრება. ახლა ვერც იმ სერვისით სარგებლობს, რასაც მუნიციპალიტეტის გარეთ იღებდა, - ვეღარ დადის ფსიქოლოგთან რუსთავში. დედამ, ხადიჯა ახმედოვამ, შვილთან სასაუბროდ ჟესტური ენის საკუთარი ვერსია შექმნა, თუმცა მეცადინეობაში შვილს ვერ ეხმარება.


„ეს დიაგნოზი თანდაყოლილია, აპარატიც გვაყიდინეს, მაგრამ უშედეგოდ. სკოლა კარგი იყო, მასწავლებელს უჯერებდა, რასაც ეუბნებოდნენ ასრულებდა. კითხვით ვერ კითხულობს, წერა ცოტა ეხერხება. ქართულად, ინგლისურად და აზერბაიჯანულად შეუძლია. ისიც იმ შემთხვევაში, ჯერ თუ მასწავლებელი დაწერს, მერე ისიც იმეორებს. ამას უმკლავდებოდა ჩემი გოგოც. უნდა რომ მასწავლებელი ჰყავდეს და მრავალფეროვნება იყოს. ჩემთან წყნარად არ ჯდება, წერა ეზარება. ჟესტური ენა ჩემით ვისწავლე, პატარა რომ იყო, მივხვდი, რომ სულ ერთად ვიქნებოდით და კომუნკაციისთვის რამე უნდა მომეფიქრებინა. სკოლის გარეშე უფრო ნერვიული გახდა, არავისთან აქვს ურთიერთობა, იქ მოსწავლეებთან თამაშობდა და უფრო მშვიდად იყო.“

სწავლების ახალ მოდელზე გადასვლა ვერ მოახერხეს გუსეინოვების ოჯახშიც. ელხან გუსეინოვი ამბობს, რომ პანდემიამ მათზე უარყოფითად იმოქმედა და სკოლაში სიარული სხვა აქტივობებით ვერ ჩაანაცვლეს. მისი 19 წლის გოგო სპეციალური საჭიროების მქონეა. მეხუთე კლასშია და თითქმის 10 თვეა, სასწავლო პოცესს ჩამოშორებულია.



„ონლაინ გაკვეთილები რაც დაიწყო, ბავშვი ჯერ არ ჩართულა სასწავლო პროცესში. კომპიუტერი, ტელეფონი არ გვაქვს, რომ შევიდეს და გაკვეთილებს დაესწროს. ოჯახში ძირითადად დედა ეხმარება. ცდილობს, რომ აამეტყველოს, სახლის საქმეებს ასწავლის. ბავშვი ვერ ლაპარაკობს, ჩვენ ვერ გვიხსნის ვერაფერს და ვწვალობთ. სმენის პრობლემაც აქვს. ანბანში ყველა ასოს ცნობს, მაგრამ ვერ კითხულობს, ვერ აგებინებს“

ინკლუზიური დისტანციური სწავლების სირთულეებზე პედაგოგიც საუბრობს. მასწავლებელი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, ამბობს, რომ მოსწავლეების უმრავლესობა გაკვეთილებს სწორედ ინერნეტის და კომპიუტერების არქონის გამო ვერ ესწრება.



„დაწყებითი კლასები უფრო მერთვებიან, მათ ახალი დარიგებული აქვთ „ბუკები“ და ჯერ კიდევ ამით შეუძლიათ შემოვიდენენ, მაგრამ უკვე ზედა კლასებში ზოგის „ბუკი“ გაფჭებულია და მაგის გამო ვერ შემოდიან. იმის გამოც ვერ შემოდის ზოგი, რომ არ აქვთ ინტერნეტი, ტელეფონი ან კომპიუტერი.“

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ ინკლუზიური სწავლების პროცესში შემქნილი პრობლემებით სკოლებს მათთვის არ მიუმართავთ და სპეციალური მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ მოსწავლეთა ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.

„ყველა პირველკლასელს, შშმ იქნება თუ სსმ, ყველას გადაეცემა ხოლმე სამინისტროსგან „ბუკები“. სამინისტროს მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეიმუშავა მათთვის (სსმ მოსწავლეებისთვის) ცაკლე მიდგომები, კიდევ უფრო გაუმჯობესებული. სწორედ ამით ხელმძღვანელობენ პედაგოგები. თუ არ აქვთ დაუშვათ, კომპიუტერი, სკოლას შეუძლია ათხოვოს დროებით“, - ამბობს რესურსცენტრის წარმომადგენელი ირმა დავაძე. ეს ინფორმაცია სკოლებში გადავამოწმეთ. გაირკვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური რესურსი აქვთ მხოლოდ მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებს კი ვერ ეხმარებიან. საგანმანათლებლო დაწესებულების პასუხისმგებლობაც ამით შემოიფარგლება. 

მარნეულში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის გარკვეული სერვისების დანერგვაზე ზრუნვა რამდნიმე წლის წინ დაიწყო საერთაშრისო ორგანიზაციამ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“. მოგვიანებით, ადრეული ჩარევის ცენტრი ყიზილაჯლოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდა. ორგანიზაცია 18 წლამდე ასაკის 30-მდე ბენეფიციარს ემსახურება. როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მასწავლებელი ზარნიშან მურსაკულოვა ამბობს, პანდემიის პირობებში მუშაობა ძალიან გართულდა. მეტიც, ერთ-ერთი სერვისი, რომელიც შინსწავლებას გულისხმობდა, ფაქტობრივად გაუქმდა.



კიდევ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მარნეულში სსმ მოსწავლეებისთვის შეიქმნა, პანდემიის დროს, ონლაინ, დისტანციურ რეჟიმში გაიხსნა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი მაია ბიბილეიშვილი ამბობს, პირისპირ სერვისებს ალტერნაიტვა არ აქვს, მითუმეტეს, მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვებთან, როდესაც თითოეულ გაკვეთილი გადამწყვეტია.

„ფსიქოლოგები საუბრობენ იმაზე, რომ ბავშვს კომპიუტერთან მიჯაჭულობა არ უნდა გაუჩნდეს და დღეში არაუმეტეს ერთი საათისა უნდა გაატაროს. დღეს კი ეს ყველაფერი ჭარბი დოზებით უწევთ. ცხადია, უკეთეს შემთხვევაში, თუ კი მათ აქვთ კომპიუტერი ინტერნეტი ან ტელეფონი. როდესაც 17, 19 წლის ბავში არის მეხუთე კლასში, ეს პრინციპულად არ არის მისაღები. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსაც აქვთ უფლება თავის თანატოლებთან ისხდნენ კლასში და ვითარდებოდნენ.“

რა სერვისებს სთავაზობს განათლების სამინსტრო მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვებს და რა გეგმები აქვთ ინკლუზიური სწავლების განვითარეების მიმართულებით, ამ კითხვებზე პასუხი უწყებიდან ვერ მივიღეთ. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ინტერვიუს ჩაწერა მათთან ვერ მოხერხდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი, განათლების სამინისტროს პრიორიტეტს ყველა მოსწავლისთვის უწყვეტ, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა და ინკლუზიური განათლების განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით რამდემიმე პროექტი მოამზადეს, რომელიც მოსწავლეებს წერითი, საკომუნიკაციო, შემეცნებითი და მოტორული უნარების განვითარებაში დაეხმარება. მათივე ინფორმაციით, საჯარო სკოლებში დასაქმებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების 200-მდე ასისტენტი გადამზადდა.

მიუხედავად ამ სერვისებისა, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ჯერ არ აქვს გააზრებული, თუ რამხელა ზიანს აყენებს მსგავსი ვითარებაში მყოფ ბავშვებს, მათ, ვისაც თითქმის ერთი წელია სრული კარანტი გამოუცხადეს. უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ბავშვების სკოლიდან გადინება სახელმწიფოს ყველაზე ადვილი გამოსავლი და პრობლემის „ღარიბი“ გადაწყეტა იყო, რამაც ბავშვები ემოციურად დათრგუნა. არათანაბარია მათ მიერ ონლაინსერვისების მიღებაც.



ანა აბაშიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს არ უფიქრია იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც არ შეეძლებოდათ ონლაინ განათლების მიღება. მათთვის სახელმწიფოს არც რამე ალტერნატივა შეუთავაზებია.

სკოლების გახსნას, ხელისუფლება ამ ეტაპზე არ განიხილავს, შესაბამისად, რამდენ ხანს დარჩებიან  სსმ მოსწავლეები სკოლის მიღმა, სრულ იზოლაციაში, არავინ იცის. მათთვის კი თითოეული დღე გადამწყვეტია.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია