404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულის სკოლებში 1 თებერვლიდან სწავლება საკლასო ოთახებში დაიწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლებში 1 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ინფორმაცია რესურსცენტრის უფროსმა ქენან ომაროვმა დაგვიდასტურა და თქვა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები ყველა წესის დაცვით გაიხსნება.

განათლების სამუნისტროში განმარტავენ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1 მარტიდან. 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა.

„აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ“ - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია