მარნეულში კაცი პირბადის უქონლობის გამო გააჩერეს და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისათვის დააკავეს
24 იანვარს, მარნეულის ცენტრალურ რუსთაველის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ახალგაზრდა კაცი დააკავეს.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, კაცი რუსთაველის ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ პირბადის უქონლობის გამო გააჩერა. სამართალდამცველებმა კაცს პირბადის ტარების წესის დაცვისაკენ მოუწოდეს, რამაც მოქალაქის გაღიზიანება გამოიწვია. კაცმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ კაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს. ის პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. 

ახალგაზრდა კაცის დაკავების ამსახველ ვიდეო მასალას ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებს რამდენიმე სამართალდამცავი ახალგაზრდას და ძალის გამოყენებით ცდილობს მის მანქანაში ჩასმას.

რადიო „მარნეულის“ ინფომრაციით დაკავებული უკვე განთავისუფლებულია.

რადიო „მარნეული“

Print