404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
პოლიტიკა
მარნეულის სოფლები სადაც 2021 წელს ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
დღეს, 26 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმ ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 34 934 100 ლარით განისაზღვრა რაც წინა წლის ბიუჯეტზე 6 200 000 ლარით მეტია.

„შრომის ანაზღაურების ფონდი შეადგენს 4 248 400 ლარს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით 5 051 193 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი მუნიციპალიტეტში შვიდი პროექტის განსახორციელებლად.“ - განაცხადა ვუგარ მამედოვმა 

ეს პროექტებია:

  1. ქალაქ მარნეულის იაღლუჯის დასახლებაში გზების მოასფალტება - საერთო პროექტის ღირებულება შეადგენს 747 507 ლარს, მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა შეადგენს 710 132 ლარს.
  2. სოფელ ზემო ყულარის წყალმომარაგების რეაბილიტაცია - საერთო პროექტის ღირებულება შეადგენს 1 207 625 ლარს, ხოლო მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა შეადგენს 905 303 ლარს.
  3. ქვემო ყულარის წყალმომარაგების რეაბილიტაცია - საერთო პროექტის ღირებულება შეადგენს 251 408 ლარს, მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა შეადგენს 238 837 ლარს.
  4. სოფელ ხოჯორნის წყალმომარაგების რეაბილიტაცია - პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 253 309 ლარს, ხოლო მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა შეადგენს 240 643 ლარს.
  5. სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია - პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 800 000 ლარს, ხოლო მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა შეადგენს 760 000 ლარს.
  6. ქალაქ მარნეულის N1 ბაღის არსებული შენობის რეაბილიტაციის, სააქტო დარბაზისა და ორი ჯგუფისათვის განკუთვნილი შენობის მიშენაბა - საერთო პროექტის ღირებულება შეადგენს 1 363 00 ლარს, ხოლო მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა შეადგენს 1 294 111 ლარს.
  7. სოფელ ხოჯორნის მისასვლელი გზის მოასფალტება - საერთო პროექტის ღირებულება შეადგენს 950 000 ლარს, ხოლო მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა შეადგენს 902 170 ლარს.

მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მერიას უკვე აქვს და პროექტების განსახორციელებლად ტენდერები 28 იანვრიდან გამოცხადდება.

გარდა მთავრობის მიერ თანადაფინანსებით განსახორციელებელი პროექტებისა, მარნეულში, 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფინანსებული პროექტებიც განხორციელდება.

გთავაზობთ 2021 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სიას:
  • სოფელ ალგეთის სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია - 400 000 ლარი
  • სოფელ ბაითალოს სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა - 100 000 ლარი
  • მერიის შენობის პირველი სართულის რემონტი - 190 000 ლარი
  • სოფელ ხუტორ-ლეჟბადინის სასმელი წყლის რეაბილიტაცია - 100 000 ლარი
  • სოფელ დიოკნისის სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა - 100 000 ლარი
  • სოფელ შაუმიანის სასმელი წყლის რეაბილიტაცია - 1 408 000 ლარი
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მოწყობა - 118 000 ლარი
  • სოფელ თამარისში ბიოგამწმენდი ნაგებობის მოწყობა - 318 500 ლარი
  • ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე გარე განათების რეაბილიტაცია - 123 000 ლარი
  • სოფელ კაჩაგანში, ყიზილაჯლოში, ქეშალოში, ზემო სარალში, ახლოლალოში, წერეთელში მინი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა - თითოეული სტადიონის მშენებლობის ღირებულებაა 80 000 ლარი
  • სოფელ ხიხანში მინი სტადიონის რეაბილიტაცია - 40 000 ლარი
  • სოფელ საიმერლოში სარიტუალო სახლის მშენებლობა - 612 000 ლარი
  • მერიის შენობის მიმდებარე ეზოს კეთილმოწყობა - 156 000 ლარი
  • სოფელ წერეთელში სარწყავი არხების რეაბილიტაცია - 450 000 ლარი
  • სოფელ თამარისში სარწყავი არხების რეაბილიტაცია - 100 000 ლარი
  • ქალაქ მარნეულში ბინების სახურავების რეაბილიტაცია - 350 000 ლარი
  • ქალაქ მარნეულში ასლანოვის, ნარიმანოვის, ალგეთის, ჟორდანიის, ნიზამის და სულხან-საბას ქუჩებზე გარე განათების მოწყობა - 90 000 ლარი
  • სოფელ წოფში, ხულდარაში, შულავერსა და ქუთლიარში საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზის მოასფალტება - 658 000 ლარი
  • სოფელ ოფრეთში კულტურის სახლის რეაბილიტაცია - 280 000 ლარი
  • სოფელ საიმერლოში შიდა გზების მოასფალტება - 600 000 ლარი
  • სოფელ არაფლოს შიდა გზების მოასფალტება - 600 000 ლარი
  • სოფელ ალავრის შიდა გზის მოასფალტება - 125 000 ლარი
  • ქალაქ მარნეულში გიორგაძის ქუჩა N3-ში არსებული კორპუსის სადარბაზოს იატაკის, კედლების და კიბის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 30 000 ლარი
  • ქალაქ მარნეულში სამხედრო დასახლებაში N1 და N7 სადარბაზოს რეაბილიტაცია - 30 000 ლარი

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი ორმა დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ახმედ იმამკულიევმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აზად ქარიმოვმა, არ დაუჭირა.
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია