404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულის ეპარქია აცხადებს, რომ გაგის ციხიდან ჯვარი მოიპარეს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე 26 იანვარს გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე გაგის ციხესთან დაკავშირებითაა საუბარი.

პოსტის მიხედვით, გაგის ციხე-კოშკზე ექვსი წლის წინ აღმართული ჯვარი მოიპარეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გაგის ციხის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ თქვა, რომ არ აქვთ ინფორმაცია თუ რა პერიოდიდან აღარ დგას ჯვარი გაგის ციხეზე.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია დღეს, 27 იანვარს, გაგის ციხე-კოშკზე კვლავ აპირებს ჯვრის აღმართვას.

რადიო „მარნეულის“ ზარებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამ დრომდე არ პასუხობს. ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია მიმართეს თუ არა სამართალდამცველებს და დაიწყო თუ არა ქურდობის ფაქტზე გამოძიება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია