მკითხველებს მარნეულის ბიბლიოთეკიდან მხოლოდ წიგნის გატანის შესაძლებლობა ექნებათ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკამ, წელს პირველად, 18 იანვარს განაახლა მუშაობა.

როგორც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ლანა ხეხელაშვილი ამბობს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოქალაქეები სამკითხველო დარბაზით და კომპიუტერით სარგებლობას ვერ შეძლებენ. წიგნების გატანა კი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

„როგორც იცით, ჩვენ 2020 წლის 1 ოქტომბრიდან მოგვეცა მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუმცა გვიწევს მოწოდებული რეგულაციების გათვალისწინებით მუშაობა. პირველ რიგში, ეს არის პირბადის ტარება, სავალდებულოა თერმოსკრინინგი და სადენზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება. ახლა საკმაოდ შემცირებულია მკითხველთა რაოდენობა, თუმცა მაინც გვყავს ახალი მკითხველები და გავცემთ წიგნებს. სამკითხველო დარბაზით და კომპიუტერით სარგებლობა კვლავაც შეზღუდული რჩება“

საჯარო ბიბლიოთეკიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში 140 ახალი მკითხველი დაარეგისტრირეს, გატანილი წიგნების რაოდენობა 1702- ს შეადგენს. დარბაზით სულ 158, ხოლო კომპიუტერით 163-მა ადამიანმა ისარგებლა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკიდან 2019 წელს 5941 წიგნი გაიტანეს. ამავე წელს, დარბაზით 550-მა მკითხველმა, ხოლო კომპიუტერით 619-მა ადამიანმა ისარგებლა.

მარნეულის ბიბლიოთეკა 2017 წელს გაიხსნა.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები