404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
გაგის ციხიდან გამქრალ ჯვარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მარნეულის მუნიციპალიტეტში გაგის ციხეზე ჯვრის აღმართვის ცერემონია. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ ჯვარის აღმართვა ციხე-კოშკზე მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი გაქრობის შესახებ შეიტყვეს. როგორც მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) განმარტავს, არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ მოიპარა ადგილიდან ჯვარი, თუმცა ამ ყველაფერს შესაძლო პროვოკაციად და რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობად აფასებს. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი თვლის, რომ მომხდარით სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქრისტიანული სიწმინდეები შელახვის საგანი ხდება ამ რაიონში. ამ ფაქტს რაც შეეხება, მე ნამდვილად არ ვიცი ვინ ჩაიდინა, თუმცა იმას ვიტყვი, რომ ვინც ჩაიდინა ეს ვანდალური ფაქტი,  ის არის შეურაცხმყოფელი მთელი საქრისტიანოსი. რამე თუ, ჯვარი არის ქრისტიანული სიმბოლო, სიწმინდე და ძლევის იარაღი. ვინც ეს განიზრახა,  არ ვიცით , ხელს ვერავის დავადებთ, ცილისწამება უდიდესი ცოდვაა. ვფიქრობ, რომ დიდ პროვოკაციას აქვს ადგილი. ვინც ეს ჩაიდინა, ჩემი მოსაზრებაა, რომ მას უნდა რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით შუღლი გაღვივდეს“ - თქვა მეუფე გიორგიმ

მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია დაიწყო თუ არა გამოძიება შესაბამისმა სამსახურმა, თუმცა ფაქტის შესწავლას აუცილებლობად მიიჩნევს. როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.



თიკო დავაძე 
რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია