„მისთვის (პრემიერისთვის) არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაანგრევს საქართველოს“ - იმამკულიევი მელიას დაკავებაზე
„ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევი დღეს, 23 თებერვალს, სამართალდამცავი უწყებების მიერ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეჭრას და ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

იმამკულიევის განცხადებით, მისთვის პარტიაზე იერიშის მიტანა მოსალოდნელი იყო, რადგან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს.

„მან არ იცის თუ რას ნიშნავს პოლიტიკა, ის არის ბიძინა ივანიშვილის მონა-მორჩილი და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაანგრევს საქართველოს მომავალს. მისთვის მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი მოაწონებს თუ არა თავს ბიძინა ივანიშვილს ამ საქციელით“. - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

„ევროპული საქართველოს“ მარნუელის რაიონული ორგანიზაციის ლიდერის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ყველა დემოკრატიულ ქვეყანას დაანახა თუ რა გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება.

„ჩვენ დღეიდან ვიწყებთ აქციებს. შუადღის 3 საათზე კანცელარიის წინ ვიკრიბებით ყველა ის ადამიანი რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო. ჩვენ ყველანი იქ უნდა ვიყოთ, რადგან ეს დაკავება არ ნიშნავს ერთი პიროვნების დაკავებას, ეს არის საქართველოში თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი აზროვნების შეჩერება და სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ რომ გავჩერდეთ“. - გვითხრა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის განმარტებით, თბილისში გასამართ აქციებს მარნეულის მოსახლეობა და „ევროპული საქართველოს“ აქტივისტებიც შეურთდებიან.

ოპოზიციის ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავებას დიქტატურის წინაპირობად აფასებენ. ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში და განაცხადა, რომ დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები