მარნეულის რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდა
საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან აღდგა. მარნეულის 14 საბავშვო ბაღიდან მუშაობა სრულად მხოლოდ ათმა, ნაწილობრივ კი ერთმა განაახლა. მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ზაურ ქარამოვის თქმით, წერეთელის ბაღის შენობის გარკველ ნაწილს და შაუმიანის სააღმზრდელო დაწესებულებას ახლა სამხარაულის ექსპერტიზა სწავლობს, რომელიც შენობის ავარიულობას განსაზღვრავს.

რაც შეეხება კიდევ ორ, მარნეულის N1 და ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღებს, იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

მარნეულის საბავშვო ბაღებში 2 300 აღსაზრდელიდან დღეს 855 მივიდა.

ზაურ ქარამოვი ამბობს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებში, სადაც დღეს სასწავლო პროცესი ვერ განახლდა, შეეცდებიან აღსაზრდელებისთვის დროებით ალტერნატიული ფართი გამოყონ. სამუშაო პროცესიდან გამომდინარე კი ის ამ ეტაპზე, ზუსტ დეტალებზე ვერ საუბრობს.

მარენულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაში 2 162 227 ლარის დახარჯვას აპირებს.

ადგილობრივმა თვითმმართველობად ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაობეისათვის ორი ტენდერი ჰქონდა გამოაცხადა. პირველი ტენდერის მიხედვით, ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაღს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და აშენედბა სააქტო დარბაზი და ორი ჯგუფისათვის გათვლილი შენობა. აღნიშნული სამუშაოების შესყიდვას მერია 1 362 230 ლარად აპირებს.

რაც შეეხება მეორე ტენდერს, მარნეულის მერია 799 997 ლარის დახარჯვას სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის გეგმავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები