მარნეულში 80 წლამდე ქალი დაიწვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში დაახლოებით 80 წლის ქალი ცეცხლში დაიწყვა.

რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, ქალი მიწის ნაკვეთს საგაზაფხულო სამუშაოებისათვის ასუფთავებდა. გავრცელებული ინფორმაციით მან შეგროვებულ სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს ცეცხლი წაუკიდა და დაიწვა. 

გარდაცვლილი ოჯახის წევრმა ადგილზე დამწვარი ნახა.  შემთხვევა 27 თებერვალს მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები