მარნეულში 80 წლამდე ქალი დაიწვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში დაახლოებით 80 წლის ქალი
ცეცხლში დაიწყვა.
რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, ქალი მიწის ნაკვეთს საგაზაფხულო
სამუშაოებისათვის ასუფთავებდა. გავრცელებული ინფორმაციით მან
შეგროვებულ სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს ცეცხლი წაუკიდა და
დაიწვა.
გარდაცვლილი ოჯახის წევრმა ადგილზე დამწვარი ნახა. შემთხვევა 27
თებერვალს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან
დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.