კომპანია, რომელიც 60-მილონიან პროექტს ახორციელებს, თანმაშრომლებს ხელფასებს უგვიანებს
“Akelik Group” – ის 200-მდე თანამშრომელს დაგვიანებული ხელფასების ანაზღაურებას მომავალი კვირის ბოლომდე ჰპირდებიან. ამავე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის,  საკადრო და იურიდიულ საკითხთა სამსახური უფროსი ტოგო  უჩაიძე, რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ხელფასების გაცემას უკვე დაწყებულია და პროცესი მომავალი კვირის ბოლომდე დასრულდება. მისი თქმით, თანამშრომლების კუთვნილი ანაზღაურების გაცემას ხელი პანდემიამ  შეუშალა.

MarneuliFM · ტოგო უჩაიძის კომენტარი


„ნოემბრის თვის ნაწილი გვაქვს გადახდილი, ახლა უკვე დეკემბერიც ჩაერიცხებათ. ძირითადად ახლა ამ პანდემიიდან გამომდინარე ისეთი ტემპებით ვეღარ ხდება მუშაობა, როგორც აქამდე ხდებოდა. შესრულება რომ გავაკეთოთ,(სამუშაოს შესრულება ყოველთვიური ანგარიში) დოკუმენტაცია რომ წარვადგინოთ,  ბოლო პერიოდში მოგვიწია ორი თვის შესრულების ერთად წარდგენა, მერე შემდგომ თითქმის ერთი თვე ამ შესრულების თანხის აღება, მერე კიდევ დრო სჭირდება პროცედურულად და უკვე ამან გამოიწვია  ეს სამთვიანი ჩამორჩენა, თორე როგორც კი ახლა მეტი დატვირთვით და აქტიურად ვიმუშავებთ, შესრულებებიც როგორც ადრე ხდებოდა, ყოველთვიურად დაიწერება და თანხების გადახდაც დროულად მოხდება“

ხელფასების გადახდის მოთხოვნით გამართა დღეს საპროტესტო აქცია “Akelik Group” - ის ათობით თანამშრომელმა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების დროულად ჩარიცხვა და დაგვიანებული ოთხი თვის ანაზღაურების გადახდაა. ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც ამავე კომპანისს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით. 

“Akelik Group” – ის საზოგადოებასთან ურთიერთობის,  საკადრო და იურიდიულ საკითხთა სამსახური უფროსი ტოგო  უჩაიძე თანამშრომლებს ჰპირდება, რომ ხელფასები აღარ დაიგვიანებს და გადახდა დროულად, ყოველთვიურად მოხდება. ამბობს, რომ ხელფასები აღების მოლოდინში ახლა მათი კომპანიაში დასაქმებული ბოლნისსა და მარნეულში  200-მდე ადამიანია.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს.

ამავე თემაზე: რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს საპროტესტო აქციის გაშუქებისას მუშაობაში ხელი შეუშალეს

Print