404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
18 მარტის შემდეგ მარნეულში კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთებიათ
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ ჩვიდმეტმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა გაიკეთა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრის დირექტორმა ნინო კობერიძემ განაცხადა, რომ სამედიცინო ცენტრში აცრები კვირაში ოთხჯერ, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს კეთდება.

„ამ ეტაპზე, ხვალისთვის ვაქცინის გასაკეთებლად ჯერ არავინ დარეგისტრირებულა, მაგრამ მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს. გასულ შაბათს ოთხი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო დარეგისტრირებული ვაქცინაციისთვის, მაგრამ ვინაიდან ერთ დღეს მინიმუმ 10 ადამიანი უნდა აიცრას, მათ ამ კვირაში შევთავაზეთ აცრის გაკეთება, ორი მათგანი დაგვთანხმდა, ხოლო ორმა უარი თქვა აცრაზე“ - გვითხრა ნინო კობერიძემ

აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ერთი ფლაკონი 10 დოზიანია. ერთი ფლაკონის გახსნის შემდგომ ვაქცინა 10 ადამიანმა უნდა გაიკეთოს, იმ შემთხვევაში, თუ გახსნილი ფლაკონი იმ დღესვე ვერ გაიხარჯა, დარჩენილი დოზები ფუჭდება.

17 მარტს "ასტრაზენეკას" ვაქცინა შვიდმა, 18 მარტს კი ათმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა გაიკეთა.

მარნეულს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1000 დოზა აქვს მიღებული. პირველი ექიმი, რომელმაც აცრა ჩაიტარა „ჯეო ჰოსპიტალსის“ მეანგინეკოლოგი პაატა ხოლუაშვილია.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია