"Akelik Group"- ის თანამშრომლების ხელფასი რამაზანის თვემდე ჩაირიცხება
აკელიკ გროუპის თანამშრომლები, რომლებიც 4 თვეა ხელფასს ვერ იღებენ, 29 მარტს კომპანიის ოფისში მოსალაპარაკებლად შეიკრიბნენ. შეხვედრას მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატიც ესწრებოდა. 

ზაურ დარგალმა თანამშრომლებთან შეხვედრისას გამოაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგნელებმა ხელფასების ჩარიცხვასთან დაკავშირებით ვალდებულება აიღეს. აღნიშნა, რომ თანამშრომლების ხელფასის ერთი ნაწილი 13 აპრილამდე ჩაირიცხება.

კომპანიაში მომუშავე თანამშრომლები აცხადებენ, რომ 400-მდე თანაშრომელს ხელფასი არ აუღია. დამსაქმებლებმა თქვეს, რომ რამაზანის თვის დაწყებამდე ხელფასებს ნაწილ-ნაწილ ჩარიცხავენ.
აღსანშნავია, რომ აკელიკის თანამშრომლებმა ხელფასის მოთხოვნით მარნეულის მერიის და აკელიკის ოფისის წინ რამდნეიმეჯერ აქცია გამართეს.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google