თამარისიდან პარლამენტამდე თავისუფლების მოსაპოვებლად - აქციის მონაწილე 9 აპრილს იხსენებს
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. თამარისში მცხოვრები რუსუდან დავითაძე 1989 წელს აქციაში იღებდა მონაწილეობას. საკუთარ ემოციებს გვიზიარებს და 9 აპრილს, თავისუფლებისთვის ბრძოლის დღეს უწოდებს.



„ის დღე ძალიან მძიმედ გასახსენებელია. თავისუფლებისთვის ბრძოლა რომ დაიწყო, თამარისიდან თითქმის 35% ახალგაზრდობის აენთო ამ ბძოლის ჟინით და თბილისში აქციაზე დადიოდნენ. შემდეგ შევუერთდით ჩვენ, დედები არ გვეზარებოდა წასვლა. იმ ღამის მონაწილე არ ვარ , მაგრამ წინა ღამეები იქ გავატარე. ყველ წელს, ღამის 12 საათზე გამოვდივარ და სანთლებს ვანთებ აქ, მემორიალთან. ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე უნდა იყო ეს. იმ 9 აპრილმა გაუხსნა გზა საქართველოს თავისუფლებას . მათი თავგანწირვის შედეგია ეს ყველაფერი" - თვალცრემლიანი იხსენებს 9 აპილის ამბებს რუსუდან დავითაძე

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

(მასალა რადიო მარნეულის არქივიდანაა)
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები