კორონავირუსის გამო, მარნეულის 10 კლასი და ერთი სკოლა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, 19 აპრილის მონაცემებით, მარნეულში, სამი საგანმანათლებლო დაწესებულების 10 კლასი და ერთი სკოლა, სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა. როგორც მარნეულის რესურსცენტრის სპეციალისტი ირმა დავაძე ჩვენთან საუბრიასას ამბობს, ონლაინსწალება სრულად მხოლოდ ერთი სკოლაში მიმდინარეობს.

„დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო N2 საჯარო სკოლაში დაწყებითების ერთი პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა და ერთი ცალკეული კლასი გადავიდა დისტანციურზე. ერთ-ერთი პედაგოგის თვითიზოლაციაში ყოფნის გამო, მისი კლასიც ონლაინსწავლებაზე გადავიდა. ხოლო ახლა აღმოაჩნდა ადმინსტაციის წარმომადგენელს, რომლის მეუღლეც შედის ხუთ სხვადასხვა კლასში, ეპიდემიოლოგიური სამსახურის დასტურით და მათი რეკომენდაციით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ სრულად დღეიდან 30 აპრილის ჩათვლით. დანარჩენ სკოლებში, 10 ცალკეული კლასია გადაყვანილი ონლაინ სწავლებაზე“

აღსანიშნავია, რომ სკოლებში, კორონავირუსზე ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება. თითქმის ორი თვის განმავლობაში მარნეულის სკოლებში Covid-19-ის შემთხვევები არ ფიქსირდებოდა.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები