მარნეულის ბაღებში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტები უარყოფითია
მარეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. როგორ ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, ბაღების ადმინისტრაციამ კორონავიურუსზე ტესტირება გუშინ 19 აპრილს ჩაიტარა.

„ძალიან კარგი სიტუაცია გვაქვს, არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყველამ გაიარა ტესტირება და მშვენიერი სიტუაციაა. ყველა რეკომენდაციას ვიცავთ და მემგონი ამიტომაც. ძირითადად პარასკევს და გუშინ ჩატარდა ტესტირებები“ - თქვა ზაურ ქარამოვმა.

აღსანიშნავია, რომ ბაღებში კორონავირუსზე ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება.

კორონავირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება მარნეულის სკოლებში. 19 აპრილის მონაცემებით, მარნეულში, სამი საგანმანათლებლო დაწესებულების 10 კლასი და ერთი სკოლა, სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა. როგორც მარნეულის რესურსცენტრის სპეციალისტი ირმა დავაძე ჩვენთან საუბრიასას ამბობს, ონლაინსწალება სრულად მხოლოდ ერთი სკოლაში მიმდინარეობს. (N2 საჯარო სკოლა)

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები