„სუფთა მარნეული“-სა და „მარნეულის სოფწყალი“-სათვის ახალ ოფისს ააშენებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მერიის ბალანსზე მყოფი ორი კომპანიისათვის ახალი ოფისის აშენებას გეგმავს.

მარნეულის მერიამ ა(ა)იპ ,,სუფთა მარნეული“-სა და შპს ,,მარნეულის სოფწყალი“-სათვის შენობის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენისათვის 11 864 ლარის ღირებულების ტენდერი 20 აპრილს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „სუფთა მარენული“-სა და „მარნეულის სოფწყალი“-სათვის განკუთვნილი შენობა სავარაუდოდ ორ სართულიანი უნდა იყო. შენობა უნდა მოიცავდეს როგორც საოფისე ფართს, ასევე 2 დახურულ ავტოტექმომსახურების ობიექტსა და ერთ ავტოსამრეცხაოს, რომელიც სპეცტექნიკისათვის იქნება განკუთვნილი.

„ამ პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტში სავარაუდო თანხად გათვალისწინებული გვაქვს 500 000 ლარი. თანხა შესაძლოა გაიზარდოს, ან შემცირდეს, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. უნდა დაველოდოთ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, ექსპერტიზის პასუხს, და ამის შემდეგ განვსაზღვრავთ ზუსტ ღირებულებას“. - განაცზადა მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა

მამედოვის განმარტებით, „მარნეულის სოფწყალი“ ყოველთვიურად ოფისის ქირის ფულს იხდიდა, ხოლო „სუფთა მარნეულის“ შენობა ავარიულია. სწორედ ეს გახდა მათი საქმიანობის განხორციელებისათვის ახალი შენობის მშენებლობის მიზეზი.

მერიის ბალანსზე მყოფი ორი კომპანიისათვის ახალი ოფისის აშენებისათვის თანხები 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, სამუშაოების მასშტაბიდან გამომდინარე, პროქტი შესაძლოა მრავალწლიანი იყოს.

რადიო „მარნეული“

Print