404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
დოკუმენტში ოპოზიციის და ქართველი ხალხის ინტერესები წარმოდგენილი არაა - აგილ მუსტაფაევი ევროკავშირის შეთანხმებაზე
ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიებისათვის შეთავაზებულ შეთანხმებას კომპრომისულ ქმედებად აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აგილ მუსტაფაევი , მაგრამ აცხადებს, რომ „ენმ“-ს წევრები დოკუმენტს ხელს მანამ არ მოაწერენ, სანამ პოლიტპატიმრები არ განთავისუფლდებიან.

„ჩვენთვის, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“, შეთანხმება ჯერ შედგენილი არაა რადგან ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ჯერ კიდევ საპატიმროშია ეს შეთანხმება ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, თავიანთი გადაწყვეტილებაა. ჩვენ დღესაც ველოდებით ხელისუფლების მხრიდან პოლიტპატიმრების ნიკა მელიასა და გიორგი რურუას განთავისუფლებას“. - გვითხრა აგილ მუსტაფაევმა

მუსტაფაევის განმარტებით, მოაწერს თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირის მიერ წარმოდგენლ შეთანხმებას ხელს ნიკა მელიას გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რადგან ის პარტიის თავმჯდომარეა.

„დოკუმენტში არ არის წარმოდგენილი არც საქართველოს ოპოზიციური პარტიებისა და არც მოქალაქეების ინტერესები რადგან რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით იქ ჩვენ ვხედავთ, რომ 43%-იანი ბარიერის დათქმა სრულიად არალოგიკური რაღაც გამოდის, მაგრამ ამ მომენტში შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეთანხმებაში რაღაცნაირად არის უფრო კომპრომისული ქმედება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის“. - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა

19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურმა მხარეებმა ევროკავშირის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის წევრი თაკო ჩარკვიანი.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

„ქართულმა ოცნებამ“ (არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა)
„ლელომ“ (ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ)
„სტრატეგია აღმაშენებელმა“(გიორგი ვაშაძემ)
„გირჩმა“ (ვახო მეგრელიშვილმა)
„გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ (ზურა ჯაფარიძემ)
სალომე სამადაშვილმა
დავით ბაქრაძემ
„რესპუბლიკურმა პარტიამ“(ხათუნა სამნიძემ)
„მოქალაქეებმა“ (ალეკო ელისაშვილმა)
შეთანხმებას ხელი მოაწერა არმაზ ახვლედიანმაც, რომელიც დეპუტატი „ევროპული საქართველოს“ პროპორციული სიით გახდა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას,მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია