ზაურ დარგალი ვაქცინის გაკეთებას გეგმავს
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. 20-მდე დეპუტატი ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინით უკვე აიცრა. იმუნიზაციაში ჩართვას გეგმავს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დაგალიც. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, ზუტად არ იცის როდის, თუმცა ვაქცინაციას ახლომომავალში აპირებს.

„თავისთავად, ვაქცინის გაკეთებას მეც ვგეგმავ. როგორც იცით პროცესი ეტაპობრივად მიდის და ჩვენც ჩავერთვებით უახლოეს პერიოდში და გავიკეთებთ. მარნეულში არ ვარ რეგსტრიტებული, პარლამენტიდან მოხდება და რეკომენდაციის შესაბამისად გავაკეთებ“- ამბობს ზაურ დარგალი.

ზაურ დარგალმა ჩვენთან საუბარში იკითხა თუ რა მდგომარეობაა ვაქცინაციის კუთხით მარნეულში და რეგიტრიტდებიან თუ არა ადგილობრივები. მას შემდეგ რაც ჩვენ ზოგადი სურათის და ინფორმაციული ვაკუუმის შესახებ ვუამბეთ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გვითხრა, რომ საინფორმაციო კამპანიაში თავად ჩაერთვება. 

დეპუტატებს შორის, რომლებიც დღეს “სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ, არიან ნინო წილოსანი, თამარ ტალიაშვილი, ელისო ბოლქვაძე, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადადაშვილი, დავით კაჭარავა, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ხელაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, შოთა ხაბარელი და ა.შ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, პარლამენტის წევრების ვაქცინაცია გაგრძელდება და იმუნიზაციას ჩაიტარებენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.

ამავე თემაზე: მარნეულელი პოლიტიკოსები ვაქცინის გაკეთებას აპირებენ მაგრამ არ იციან როდის
Print