სიახლე
მანი ფაფა და სხვა პროდუქტები მარნეულის მერია სამამულო ომის ვეტერანებს ფულად დახმარებასაც გადასცემს
მარნეულის მუნიციპალიტეტი სამამულო ომის ვეტერანებს 250 ლარის ოდენობის ფულად დახმარებასა და სასურსათო პაკეტებს გადასცემს.
9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მარნეულს ხუთი ომის ვეტერანი შემორჩა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვეტერანების სასაჩუქრე კალათებისთვის პროდუქტები გამარტივებული წესით უკვე შეისყიდა და ჯამში 342 ლარი დახარჯა. გამოდის, რომ თითო ვეტერანისთვის 68.40 ლარი გამოყო.

სასაჩუქრე კალათაში შედის ნატურალური წვენი, ჩაი, ჰალვა, ნატეხი შქარი, შოკოლადის ბისკვიტი, კროასანი, ზეთი, შესქელებული რძე, ვაფლი, ორცხობილა, წიწიბურა, მანი ფაფა, მაკარონი , ბრინჯი, ღვინო და კანფეტი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მარნეულის მერიამ ვეტერანებს 550 ლარი, ხოლო 2019 წელს 250 ლარი გადასცა. 2018 წელს მარნეულში 9 ომის ვეტერანი ცხოვრობდა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი, საქართველოში ოფიციალურად 1946 წლიდან აღინიშნება.

ამავე თემაზე: ვეტერანის მოგონებები შვილიშვილის მეხსიერებაში


FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია