25 წლის გარდაბნელ ბიჭს მკურნალობის დაფინანსებისათვის დახმარება სჭირდება
გრდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის მკვიდრ, 25 წლის, თურალ მამედოვს ხერხემლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მისი მკურნალობისთვის 60 000 დოლარია საჭირო. აღნიშნული ინფორმაცია მისმა ბიძაშვილმა, მეჰმან ომაროვმა, მოგვაწოდა.

ომაროვის თქმით, 2018 წელს მის ბიძაშვილს თბილისში ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მკურნალობა ისევ ესაჭიროება.ომაროვის თქმით ოჯახს მკურნალობის ხარჯების დაფარვის შესაძლებლობა არ აქვს რის გამოც მოსახლეობისაგან დახმარებას ითხოვენ.


"ახლა მას წაიყვანენ მოსკოვში. მკურნალობას იქ გააგრძელებს. ფულს ვაგროვებთ რომ იქ გავაგზავნოთ. ძვლებიდან ანალიზი აიღეს. პასუხებს იქ გააგზავნიან და მერე საბუთებს გავაგზავნით," - გვითხთა მეჰმან ომაროვმა

მეჰმან ომაროვის თქმით, მისი ბიძაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს დაავადდა. წელის ტკივილები სწორედ იმ პერიოდში დაეწყო, მაგრამ ექიმებმა ტკივილის მიზეზი ვერ დაადგინეს.

ომაროვის თქმით, ახალგაზრდა ბიჭის დახმარების სურვილის შემთხვევაში მასთან დაკავშირებაა შესაძლებელი.

ანგარიში ნომერი: GE35BG0000000499008144


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები