სიახლე
რამაზანის დღესასწაულთან დაკავშირებით არაფლოში საქველმოქმედო აქცია გაიმართა (FOTO/VIDEO)

დღეს,13 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოში რამაზანის დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში გზაზე გამვლელებს ტკბილეული და წყალი დაურიგეს.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნურმუჰამედალი მამედოვმა უთხრა. მისი თქმით, ისინი რელიგიურ დღესასწაულების დროს მსგავს აქციებს ხშირად მართავენ.

აქცია დილის საათებში დაიწყო და შუადღემდე გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ქველმოქმედი ადამიანების მხარდაჭერით განხორციელდა.

რადიო "მარნეული"


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია