რამაზანის დღესასწაულთან დაკავშირებით არაფლოში საქველმოქმედო აქცია გაიმართა (FOTO/VIDEO)
12:50 / 13.05.2021
დღეს,13 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოში
რამაზანის დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო აქცია
გაიმართა.
აქციის ფარგლებში გზაზე გამვლელებს ტკბილეული და წყალი დაურიგეს.
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულს აქციის ერთ-ერთმა
ორგანიზატორმა ნურმუჰამედალი მამედოვმა უთხრა. მისი თქმით, ისინი
რელიგიურ დღესასწაულების დროს მსგავს აქციებს ხშირად მართავენ.
აქცია დილის საათებში დაიწყო და შუადღემდე გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ქველმოქმედი ადამიანების მხარდაჭერით
განხორციელდა.
Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166