წერაქვის საჯარო სკოლაში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა
კორონავირუსის გამო, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ირმა დავაძემ გვითხრა. აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.

„წერაქვის საჯარო სკოლაში ერთ-ერთ პედაგოგს აღმოაჩნდა კორონავირუსი, რომელსაც კავშირი ჰქონდა მოსწავლეების დიდ ნაწილთან. ამიტომ, მთლიანად სასწავლო დაწესებულება გადავიდა სწავლების ონლაინ რეჟიმზე 17 მაისს“

დისტანციური სწავლება წერაქვის საჯარო სკოლებში 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილობრივ რესურსცენტრში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა 73 საჯაო სკოლაში, სწავლება ჩვეულებრივ, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

Print