შულავერში გზა გაჩერებული მანქანის ირგვლივ დააგეს რამაც დაპირისპირება გამოიწვია
18 მაისს შუალავერში ადგილობრივებსა და გზის მშენებლობაში დასაქმებულებს შორის კონფლიქტი მოხდა. შულავრის მკვიდრი რომან მამედოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ იყო გაჩერებული გზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა კი მას სთხოვეს, რომ ავტომობილი მათი სამუშაო არეალიდან გაეყვანა. მამედოვის თმით, გზა მანამ დააგეს სანამ ის მანაქნის გადაყვანას მოახერხებდა. მას შემდეგ, რაც იძულებული გახდა მანქანა გზის დაგების ადგილიდან გაეყვანა აღმოჩნდა, რომ ასფალტის ახლადდაგებული საფარი მაღლა იყო აწეული მანქანის გაყვანის მცდელობისას კი ბამპერი დაუზიანდა. მამედოვი აცხადებს, რომ გზის დაგების სამუშაოებზე დასაქმებულები მას უხეშად ელაპარაკებოდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

რომან მამედოვი გზის დაგების სამუშაოებზე დასაქმებულების პასუხისმგებლობაში მიცემასა და მანქანის შეკეთებას ითხოვს.

„აქ მოასფალტებას აკეთებენ და ითხოვეს მანქანა გაიყვანეო, მაგრამ გაყვანის შესაძლებლობა არ მქონდა. მეც ვუთხარი, გზა დააგეთ და მანქანის გაყვანა შეუძლებელია მეთქი. დაიწყეს გინება, მერე იძულებული გამხადეს მანქანა მაინც გამეყვანა და აქ ჩავარდა და სულ დაზიანდა. ისევ ჩემი გინება დაიწყეს. არანაირი ნიშანი არ დევს, რომ აქ გზის გაყვანა მიმდინარეობს. ორი-სამი კაცი მოვიდნენ და მაგინებდნენ, ეს რომელ კანონში წერია? მანქანა რომ ჩავარდა შევეცადეთ ამოგვეყვანა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ვითხოვ მანქანა გაარემონტონ, მე დაზარალებული ვარ“. - აცხადებს რომან მამედოვი

გზის დაგების სამუშაოებზე დასამებულებმა რადიო „მარნეულთან“ გასაუბრება არ ისურვეს. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. სამართალდამცველებმა მანქანის გადაყვანისათვის ევაკუატორი გამოიძახეს. დღეს, 19 მაისს, რომან მამედოვის მანქანა მანეულის პოლიციის განყოფილებასთანაა გაჩერებული.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები