მარნეულის სკოლებში "ბოლო ზარი" დაირეკა
მარნეულის მუნიციპალიტეტის  ჯანარას საჯარო სკოლაში, „ბოლო ზარი“ დაირეკა. 17 კურსდამთავრებული მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში შეიკრიბა, სიმბოლურად ფოტობი გადაიღეს და ერთმანეთს წარმატებები უსურვეს. ამავე სკოლის მოსწავლე ნურანა მამედოვა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, კორონავირუსის გამო გარკვეული შეზღუდვებით უწევთ ამ დღის აღნიშნვა, ბედნიერია, რომ თეთრი პერანგების ჩაცმა და მასზე მისალოცი სიტყვების დაწერა  ერთმანეთისთვის კლასელებმა მაინც მოახერხეს.

„დღეს, ჩვენთვის, ძალიან სასიხარულო დღეა. თორმეტმა წელმაც გაირბინა. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ და უნივერსიტეტებისთვის ვემზადებით. ყველას ვუსურვებ რა სურვილიც აქვთ, აუსრულდეთ. ჩემ კლასელებს ვუსურვებ, იმ უმაღლესებში ჩააბარონ, სადაც ოცნებობენ .წარმატებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას. ჩემი სურვილია სამედიცინოზე ჩაბარება - ექიმი უნდა გავხდე“ -
თქვა ჯანდარას N1 სკოლის კურსდამთავრებულმა ნურანა მამედოვამ



„ვინც წელს ამთავრებს, ყველა მეთორმეტე კლასელს ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებას. იმედია, მიაღწევენ იმას, რაზეც ოცნებობენ“ - თქვა ჯანდარას N1 სკოლის კურსდამთავრებულმა ნოვრასთა ნაბიევამ

მეთორმეტე კლასელებისთვის სასწავლო წელი ოფიციალურად 20 მაისს, სრულდება. რესურსცენტრის ინფორმაციით, „ბოლო ზარის“ ჩატარება მათ დღესაც შეეძლოთ.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, განათლების სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე. თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები