გასულ წელთან შედარებით მარნეულში კურსდამთავრებულთა რიცხვი გაიზარდა
20 მაისს, მარნეულის სკოლებში „ბოლო ზარი“ დაირეკა. მუნიციპალიტეტს 989 კურსდამთავრებული ჰყავს.

გასულ წელს სკოლა 91-ით ნაკლება, 898 მეთორმეტე კლასელმა დაასრულა. აღნიშნული მონაცემები მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ირმა დავაძემ მოგვაწოდა.

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, განათლების სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე. თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს.

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"
Print